მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო ბლოგების გადათვალიერებით, განვიხილეთ რამოდენიმე შეკითხვა რაც ბლოგზე ინფორმაციის განთავსებასთან იყო დაკავშირებული. შემდგომ მოხდა პროექტის თემების ჯგუფში განხილვა, რომლის დროაც თითოეულ თემასთან დაკავშირებით ხდებოდა მსჯელობა, თუ რამდენად იყო კვლევაზე დაფუძნებული, განხორციელებადი, რა რესურსები იქნებოდა საჭირო, რომელ ასაკობრივ ჯგუფზე იყო პროექტი გათვლილი და დროის რა მონაკვეთში მოხდებოდა პროექტის გაწერა. იდეები ძალიან საინტერესო იყო, ასევე მონაწილეთა შენიშვნები გასათვალისწინებელია შემდგომი მუშაობისას.
ტრენინგის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ word ტექსტური პროგრამის სხვადასხვა ფუნქციები ბროშურის შესაქმნელად. პრაქტიკული ნაწილისას გავაკეთეთ ჩვენი თემის შესაბამისი ბროშურა.
No comments:
Post a Comment