Sunday, January 26, 2014

მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო ბლოგების გადათვალიერებით, განვიხილეთ რამოდენიმე შეკითხვა რაც ბლოგზე ინფორმაციის განთავსებასთან იყო დაკავშირებული. შემდგომ მოხდა პროექტის თემების ჯგუფში განხილვა, რომლის დროაც თითოეულ თემასთან დაკავშირებით ხდებოდა მსჯელობა, თუ რამდენად იყო კვლევაზე დაფუძნებული, განხორციელებადი, რა რესურსები იქნებოდა საჭირო, რომელ ასაკობრივ ჯგუფზე იყო პროექტი გათვლილი და დროის რა მონაკვეთში მოხდებოდა პროექტის გაწერა. იდეები ძალიან საინტერესო იყო, ასევე მონაწილეთა შენიშვნები გასათვალისწინებელია შემდგომი მუშაობისას.
ტრენინგის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ word ტექსტური პროგრამის  სხვადასხვა ფუნქციები ბროშურის შესაქმნელად. პრაქტიკული ნაწილისას გავაკეთეთ ჩვენი თემის შესაბამისი ბროშურა.

Saturday, January 25, 2014

პირველი დღე
კურსი ძალიან საინტერესო და ბევრი საჭირო უნარ-ჩვევის მომცემია. პირველ დღეს გავეცანით ზოგად მიზნებს, გადავავლეთ თვალი მოდულების შინაარსს, შევქმენით საკუთარი ბლოგები, ასევე ვისაუბრეთ კურსის პორტფოლიოს შექმნაზე. გამოვყავით რამოდენიმე პრიორიტეტული უნარ-ჩვევა რაც უნდა განუვითარდეს 21-ე საუკუნის მოსწავლეს.  წინ  დატვირთული მეორე დღე გველის. ახლა კი პროექტის თემაზე უნდა ვიფიქრო.