ტრენინგის ბოლო დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ჩვენს ბლოგზე. ატვირთვის შემდეგ კი ჯგუფის თითოეულმა წევრმა პრეზენტაცია გავაკეთეთ საკუთარი ნამუშევრების, განვიხილეთ პროექტის განხორციელების დროს რა სირთულეებს შეიძლება გადავაწყდეთ და ასევე რა იქნება სავარაუდო შედეგი. გამომსვლელები პასუხობდნენ ერთმანეთის შეკითხვებს. მოხდა ზოგადად კურსის შეფასება.
დიდი მადლობა ასეთი ნაყოფიერი და მრავალმხრივი ტრენინგისთვის.
Saturday, February 15, 2014
დღე მე-8
ყველაზე დატვირთული დღე მთელი ტრენინგის განმავლობაში. პროექტის გეგმის საბოლოო სახით შევსება, შეფასების რუბრიკების შექმნა/ მორგება, სასწავლო პროცესის ნაწილის შევსება. პორტფოლიოს გადამოწმება ჩექ-ლისთით.
Tuesday, February 11, 2014
Sunday, February 9, 2014
ტრენინგის მ-6 დღე, რეფლექსია
დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციის დასრულებაზე, რომლის შემდეგაც ვისწავლეთ ატვირთვა Google drive-ზე და ასევე ჩვენს ბლოგზე. ავტვირთეთ საკუთარი ნამუშევრები, მოვახდინეთ ჩასწორებები და გავაზიარეთ. შემდეგ ვისწავლეთ ვიდეო რგოლის ატვირთვა. დატვირთული სამუშაო კვირა გველის _ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
Saturday, February 8, 2014
პროექტის მე-5 დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ შეკითხვების ხელახალ ფორმულირებაზე. უკეთ გავერკვიე როგორ დავწერო თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენინგის დანაჩენი ნაწილი დავუთმეთ საავტორო უფლებების დაცვის პრეზენტაციის განხილვას.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება. შემდეგ კი პროექტისათვის საჭირო სურათები გადმოვტვირთეთ და დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.

Friday, February 7, 2014
ვეცადე კითხვები სწორად ჩამომეყალიბებინა, თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი. ველი თქვენს კომენტარებს
.
ზოგადი კითხვა
ინგლისური ენის ცოდნა თუ გეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
თემატური შეკითხვები:
რამდენად საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა მოგზაურობისას?
რომელი ქვეყნებია ყველაზე პოპულარული მოგზაურთა შორის?
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია სასურველ ქვეყანაზე?
რა პროცედურები უძღვის წინ სამოგზაუროდ წასვლას?
რამდენად გვეხმარება ინგლისური ენის ცოდნა აეროპორტში/ რკინიგზის სადგურში?
როგორ ვიურთიერთოთ დაწესებულებების( სასტუმრო, რესტორანი, მუზეუმი და ა.შ) მომსახურე პერსონალთან ინგლისურად?
შინაარსობრივი შეკითხვები:
როგორ გავართვათ თავი ინგლისურის გამოყენებით საელჩოში ვიზიტს, რა ლექსიკა დაგვჭირდება ინტერვიუსა და სპეციალური ბლანკების შესავსებად?
როგორ მივმართოთ ტურ-ოპერატორებს წერილობითი ფორმით ინგლისურად?
რა სირთულეებს შეიძლება გადავაწყდეთ უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ინგლისური ენის არ ცოდნის გამო? ( ფრაზეოლოგიზმები, სლენგები, იდიომები)

Tuesday, February 4, 2014
ტრენინგის მესამე დღე
ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა კომპიუტერებტან მუშაობა.შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ მეორე მოდულის შინაარსზე. განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნიკა და ასევე ვისაუბრეთ როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი შეკითხვები ჩვენს პროექტებთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით არ მაქვს ჩამოყალიბებული ზუსტი ფორმულირება როგორი იქნება ჩემი შეკითხვების. ვაპირებ რამოდენიმე მათგანი დავსვა ექსპერიმენტის სახით გაკვეთილზე და შემდეგ განვათავსო ჩემს ბლოგზე.

ბროშურა
Subscribe to:
Posts (Atom)